დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის ქუჩის 14 ნომერთან, მოქალაქეებმა მწვანე სივრცის დასაცავად აქცია გამართეს. მოსახლეობის განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე სტადიონის მშენებლობა იგეგმება, დღეს კი ადგილის შემოსაღობად და მშენებლობისთვის მოსამზადებლად რკინის მასალები მიიტანეს.
მოქალაქეების განმარტებით, მიმდებარე ტერიტორიაზე ეს არის ერთადერთი მწვანე სივრცე, რომლითაც ისინი სარგებლობენ და არ დაუშვებენ იქ სტადიონის აშენებას.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
კადრებს "რადიო თავისუფლება" ავრცელებს