ბატონო პრემიერო, დღეს დილიდან კიდევ უფრო ახალი ტონი შეარჩიეთ პარლამენტის შეურაცხყოფის? - „თქვენთვის დრო არ მაქვს“, „აქ ნუ გამაცდენთო“ - ვინ წაგახალისათ ამისთვის ძალიან მაინტერესებს? მაინცდამაინც მეუფე იაკობივით უნდა დაგამცირონ და გაგლანძღონ, რომ ცოტა პატივისცემა ისწავლოთ პარლამენტის?, - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარლამენტში პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას.
ბოკერიას თქმით, პრემიერი „დიდ გულზეა ცივილიზებულ ოპოზიციასთან“.