რუსული ძალები დონბასის რეგიონის ქალაქ ლისიჩანსკის სამხრეთის მისადგომებისკენ დიდი ალბათობით, 5 კილომეტრით დაწინაურდნენ, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ რუსეთ-უკრაინის ომის მორიგ სადაზვერვო ანგარიშშია აღნიშნული.
უწყების თქმით, რუსეთის მცდელობები, რომ დასავლეთ დონეცკის რეგიონი აიღოს, შეფერხებულია.