დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონის განცხადებით, პირბადეების ტარებას დახურულ სივრცეებში ნამდვილი ღირებულება გააჩნია და ხალხმა ის უნდა ატაროს ისეთ ადგილებში, როგორცი არის მაგალითად მაღაზიები.
ჯონსონის თქმით, უახლოეს დღეებში მთავრობა პირბადეების გამოყენებასთან დაკავშირებით ახალ მითითებებს გამოაქვეყნებს.
"პირბადე არის დამატებითი დაზღვევა, რომლის გამოყენება ყველას შეგვიძლია. მნიშვნელოვანია, ყველამ ვატაროთ პირბადე. ვფიქრობ, ხალხმა პირბადეები უნდა ატაროს მაღაზიებში. მკაფიოდ ვიტყვი, რომ ჩემი აზრით პირბადეს რეალური ღირებულება აქვს დახურულ სივრცეში და საზოგადოება ხვდება ამას", - აღნიშნა პრემიერმა.
მან ეს განცხადებები ლონდონში, სასწრაფო დახმარების თანამშრომლებთან შეხვედრისას გააკეთა.