17:27
26 იანვარი, 2022, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
Webnews
დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახი BBC-ის ბოიკოტით დაემუქრა
29-11-2021

დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრები კორპორაცია BBC-ის მომავალ პროექტებს ბოიკოტით ემუქრებიან. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს.
ბოიკოტის მიზეზი დოკუმენტურ ფილმ The Princes and the Press-ის (პრინცესა და პრესა) პირველი სერია გახდა.
ბუკინგემის სასახლის, პრინც უილიამისა და პრინც ჩარლზის ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ BBC-ის ახალი ფილმი „ნამდვილ ამბად წარმოაჩენს გაბუქებულ და უსაფუძვლო მტკიცებებს პრინც ჰარისა და პრინც უილიამს შორის კონფლიქტის შესახებ“.
კერძოდ, ფილმში მონაწილეობს ჟურნალისტი ომიდ სკობი, რომელმსაც „მეგანის რუპორს“ ეძახიან. ფილმში ის სამეფო ოჯახის წევრებს ჰარისა და მეგან მარკლის წინააღმდეგ შეთანხმებულ ქმედებებში ადანაშაულებს.
ბოიკოტის მუქარის საფუძველი გახდა ის, რომ სამეფო ოჯახის წარმომადგენლებს არ მისცემიათ შესაძლებლობა, ეთერში ფილმის გასვლამდე მის შინაარსს გასცნობოდნენ და საკუთარი აზრი დაეფიქსირებინათ.
BBC-ში აცხადებენ, რომ მომზადების ეტაპზე მყოფ მასალებს მხოლოდ გადაღებების უშუალო მონაწილეები ეცნობიან, ამიტომ მათ წესები არ დაურღვევიათ.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები