დიდი ბრიტანეთის სოფლის მეურნეობის სექტორს სეზონური სამუშაოებისთვის მუშა-ხელის მოძიება უჭირს. როგორც Guardian-ი წერს, მიუხედავად იმისა, რომ მუშების მოძიების პროცესი რამდენიმე კვირის წინ დაიწყო, სექტორს დამატებით 40 ათასი ადამიანი მაინც სჭირდება.
საკარანტინო შეზღუდვების გამო, ბრიტანეთში სხვა ქვეყნებიდან სეზონური სამუშაოებისთვის მუშა-ხელი ისევ ვერ შედის. ამისთვის სასოფლო-სამეურნეო სექტორს სჭირდება ადგილობრივი რესურსებით მათი ჩანაცვლება.
ამასთან, როგორც East-fruit-ი სამთავრობო ინდუსტრიულ პორტალ Pick for Britain-ზე დაყრდნობით წერს, ბრიტანეთის სოფლის მეურნეობის სექტორს საშუალოდ 70 ათასი მუშა სჭირდება, რათა გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემპდგომაზე მიღებული მოსავალი აიღონ.