ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მილანში დაბრუნება გადაწყვიტა. ბრიტანული მედიის ინფორმაციით ფეხბურთელმა გადაწყვეტილება მიიღო და უკვე კლუბთან შეთანხმებასაც მიაღწია. გარიგების ფინანსური დეტალები და კონტრაქტის ხანგრძლივობა არ ხმაურდება, მაგრამ ცნობილია, რომ იბრა იტალიაში თავისუფალი აგენტის სტატუსით დაბრუნდება, რადგან აჟამად კონტრაქტი არცერთ გუნდთან არ აკავშირებს. ზლატანმა ლოს ანჯელეს „გალაქსი“ რამდენიმე კვირის წინ დატოვა და ევროპაში დაბრუნების მზადყოფნა გამოთქვა. 38 წლის შვედი „მილანის“ ღირსებას 2010-2012 წლებში იცავდა და 85 მატჩში 56 გოლი გაიტანა, ერთხელ კი სკუდეტო მოიგო.