რა თქმა უნდა, დღეს არავინ დავობს ჯოელ და ითან კოენების საკულტო ფილმის „დიდი ლებოვსკის“ მნიშვნელოვნებაზე, რადგან თანამედროვე ამერიკული კულტურის განუყოფელ ნაწილად ქცეულმა ფარსის კომედიამ, ერთიანად შეცვალა საზოგადოების ცნობიერება და მთელი თაობის ცხოვრების წესი, თუმცა 1990-იანი წლების ბოლოს ფილმმა ვერც მაყურებლის მოწონება დაიმსახურა, ვერც კრიტიკოსები მოხიბლა და მხოლოდ ენთუზიასტების მცირე ჯგუფი აღაფრთოვანა, რომელთაც შედევრი უწოდეს კოენების ნამუშევარს და არა მხოლოდ ჯეფრი ლებოვსკის ენით ამეტყველდნენ, არამედ „დუდეიზმად“ წოდებული ფილოსოფიური მიმდინარეობაც შექმნეს.