შსს-მ ყაზახეთის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, დაკავებულს ბრალად ედება ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 190-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც თაღლითობას - დიდი ოდენობით თანხის მითვისებას გულისხმობს.ამჟამად, დაკავებული პირის მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები.