ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, დიდი ოდენობით ალკოჰოლური სასმელის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. საგამოძიებო სამსახურის მიერ ნივთმტკიცების სახით ამოღებულია 700 ერთეული უაქციზო ალკოჰოლური სასმელი.საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის II ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას 4- დან 6 წლამდე ვადით ითვალისწინებს.