ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უაქციზო სიგარეტის შენახვა, გადაზიდვა-რეალიზაციის ორი ფაქტი გამოავლინა. ქალაქ თბილისში და სამეგრელოს რეგიონში ამოღებულია დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტი. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით.