დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ორივე პალატამ ბრექსითის კანომდებლობის საბოლოო რატიფიცირება მოახდინა, ამგვარად, ქვეყანა კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ევროკავშირიდან გასვლის ბოლო ეტაპს. კანონპროექტს საბოლოოდ ძალაში შესასვლელად დედოფალ ელიზაბეტ მეორეს თანხმობაა საჭირო. „დიდი ხანი იყო განცდა, რომ ჩვენ ვერასოდეს მივაღწევდით ბრექსითის ფინიშის ხაზს, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით“, - განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა. დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს ოფიციალურად 31 იანვარს დატოვებს, სწორედ ბრექსითის განხორციელება იყო ბრიტანეთის პრემიერის მთავარი პირობაც.