შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხულოს სახანძრო-სამაშველო განყოფილების მეხანძრე-მაშველებმა ხულოში, ბეშუმის უღელტეხილზე, დიდთოვლობისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ჩარჩენილი 13 ავტომანქანა და 30 მგზავრი, მათ შორის, ბავშვები და მოხუცები გამოიყვანეს.