დიდთოვლობის გამო, აჭარის მაღალმთიან სოფლებში არსებულ 17 სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ამბობენ, რომ თოვლის გამო მოსწავლეები სასწავლო დაწესებულებებში არ გამოცხადდნენ. შეფერხებებია ელექტროენერგიის მომარაგების კუთხითაც. ადგილზე ენერგო-პრო ჯორჯიას შესაბამისი ტექნიკური ჯგუფები მუშაობენ. ხულოში თოვლის საფარი ერთ მეტრია, ხოლო კურორტ გოდერძიზე ერთ მეტრს აჭარბებს.ხულოს მერიის ცნობით, მძიმე ტექნიკა სააავტომობილო გზის გაწმენდით სამუშაოებს ინტენსიურად ახორციელებს.