შპს მ.ზ-ს მოვაჭრეები "ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებს სოლიდარობას უცხადებენ. დიდუბის მეტროს მიმდებარედ შპს მ.ზ.-ს მოვაჭრეებმა "თავისუფალი საქართველოს" ლიდერთან კახა კუკავასთან ერთად დღეს მორიგი აქცია გამართეს, სადაც მოვაჭრეთა უსაფრთხოების მიზნით მომიჯნავე ბაზრობის ჭიშკრის დემონტაჟი კიდევ ერთხელ მოითხოვეს. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ისინი სოლიდარობას უცხადებენ "ბავშვთა სამყაროს" დაზარალებულებს და აცხადებენ, რომ შესაძლოა ანალოგიურ სიტუაციაში მ.ზ.-ს მოვაჭრეებიც აღმოჩნდნენ, რადგან ბაზრობაზე სახანძრო-სამაშველო უსაფრთხოების ნორმები დაცული არ არის.