არგენტინის მთავრობამ ლეგენდარული ფეხბურთელის, დიეგო მარადონას გარდაცვალების გამო ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა, - ამ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. “თქვენ მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალამდე აგვიყვანეთ და უზომოდ გაგვახარეთ. გმადლობთ ჩვენთან ყოფნისთვის, დიეგო. მთელი ცხოვრების მანძილზე მოგვენატრები,“ -წერს არგენტინის პრეზიდენტი ალბერტო ფერნანდესი „ტვიტერში“. გავრცელებული ინფორმაციით, მარადონას ცხედარი ხუთშაბათიდან შაბათამდე კასა-როსადას საპრეზიდენტო რეზიდენციაში იქნება დასვენებული, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. შეგახსენებთ, დიეგო მარადონა 25 ნოემბერს არგენტინაში, საკუთარ სახლში გულის შეტევით გარდაიცვალა.