ვიცე-პრემიერის თქმით საქართველოს მთავრობის ხედვაა, ქვეყანა საინფორმაციო ტექნოლოგიების რეგიონულ ჰაბად აქციოს, დიმიტრი ქუმციშვილმა ისაუბრა იმ ძირითად ხედვებზე და ინიციატივებზე, რომელიც მთავრობას საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით აქვს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ყურადღება გაამახვილა როგორც სამართლებრივი ჩარჩოს გაუმჯობესებაზე, რაც, თავის მხრივ, მოიცავს ინტერნეტში გამოხატვის თავისუფლების, მომხმარებელთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, ცენზურის, საავტორო უფლებების დაცვის და მავნე ზემოქმედებისაგან ბავშვთა დაცვის საკითხებს, ასევე, სასწავლო და ინფრასტრუქტურულ პროექტებს.