ეროვნული ლიგის 24-ე ტურში თბილისის "დინამომ" "ტორპედო" 1:0 დაამარცხა.
გამარჯვების მომტანი გოლი 29-ე წუთზე ქავთარაძის გადაცემის შემდეგ კუტალიამ გაიტანა, რომელმაც თავისი ყოფილი გუნდის კარის დალაშქვრა არ აღნიშნა.
თბილისის "დინამომ" ჩემპიონატზე ზედიზედ მეცხრე გამარჯვება იზეიმა და ლიდერობა დაიბრუნა - 47 ქულით პირველ ადგილზეა და მეორეადგილოსან ბათუმის "დინამოს" 1 ქულით უსწრებს, ხოლო "ტორპედო" 34 ქულით მეხუთე პოზიციაზე დარჩა.