გასული თვის ბოლოს Fendi-ის ქალის და Dior-ის მამაკაცის ხაზების შემოქმედებითი ხელმძღვანელი კიმ ჯონსი ლონდონში გამართულ მოდის დაჯილდოებაზე წლის საერთაშორისო დიზაინერად დასახელდა. ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს მიღების შემდეგ თავისი პირველი ჩვენება რამდენიმე დღის წინ გამართა. ჯონსმა Dior-ის მოდის სახლისთვის შექმნილი თავისი მორიგი კოლექცია მშობლიურ ლონდონში წარადგინა.