დისნეიმ Home Alone-ის თანამედროვე ვერსია გადაიღო, მალე ახალ ფილმს, სახელად Home Sweet Home Alone-ს ვიხილავთ, რომელიც მარტო სახლში დარჩენილი ბავშვის თავგადასავლის ახალ ვერსიას მოგვიყვება. როგორც ხედავთ, Home Sweet Home Alone კლასიკად ქცეული Home Alone-ის სიუჟეტის მსგავსია, თუმცა ახალ ფილმში განსხვავებულ პერსონაჟებსა და ფათერაკებს ვიხილავთ. ფილმში მაქსის როლს არჩი იეიტსი ასრულებს, რომელიც შესაძლოა ტაიკა ვაიტიტის Jojo Rabbit-დან გახსოვდეთ. დაქორწინებული მძარცველების როლს კი ელი კემპერი და რობ დელეინი მოირგებენ. Home Sweet Home Alone-ის პრემიერა Disney+-ზე 12 ნოემბერსაა დაგეგმილი.