კომპანია დისნეის წინააღმდეგ სასამართლოში კოლექტიური სარჩელია შეტანილი და კომპანიას სოლიდური ჯარიმის გადახდა ემუქრება. აშშ-ის გასართობი ინდუსტრიის ერთ-ერთ მსხვილ კომპანიას არასრულწლოვანთა პირადი მონაცემების შეგროვებასა და სარეკლამო კომპანიებისთვის გადაცემაში ადანაშაულებენ. მობილურ ტელეფონებში Disney-ის თამაშების დროს მოზარდებს პირადი მონაცემების შეყვანა უწევდათ და აღნიშნული პერსონალური ინფორმაცია ამ თამაშების პროგრამებიდან 42 სარეკლამო კომპანიას მიეწოდებოდა. ისინი კი ბავშვებისა და მათი მშობლების მობილურ ტელეფონებში კონკრეტულ სარეკლამო განცხადებებს სისტემატურად აგზავნიდნენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობის მიხედვით, 13 წლამდე ასაკის მოზარდთა პირადი მონაცემების გამჟღავნება მშობლის თანხმობის გარეშე იკრძალება.