დღევანდელ „ვლოგში“ გთავაზობთ ინტერვიუს ირაკლი რუსაძესთან რომელიც ,ბრენდ “Situationist-ის” კრეატიული დირექტორია. მასზე წერენ მსოფლიოში წამყვანი ჟურნალები როგორებიც არის VOGUE, ELLIE, HARPER'S BAZAAR და ა.შ თუმცა თბილისის მოდის სიახლეებში ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს, ის, რომ მისი სამოსი Dover Street Market-ის შოურუმშია წარმოდგენილი, რაზეც ძალიან ბევრი დიზაინერი ოცნებობს. იყიდება ისეთი ბრენდების გვერდით როგორებიც არიან Gucci, Vetements, Maison Margiela და Balenciaga. შეგიძლიათ უკვე ირაკლი რუსაძის მიერ შექმნილი სამოსიც იხილოთ. ბრენდმა Situationist-მა თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულზე ჩვენება 1-ლ ნოემბერს არტარეას შენობაში გამართა.