The Hollywood Reporter-ის ინფორმაციით, Doctor Strange-ის მეორე ნაწილი საუდის არაბეთში, ქუვეითსა და კატარში არ გამოვა და ამის მიზეზი ფილმის გეი პერსონაჟია. შეგახსენებთ, რომ ჰომოსექსუალობა ამ ქვეყნებში არალეგალურად ითვლება და ფილმები, რომლებიც LGBTQ+ თემების შესახებაა, ცენზურას ექვემდებარება.
Doctor Strange in the Multiverse of Madness სპარსეთის ყურის ქვეყნებში 6 მაისს უნდა გამოსულიყო, თუმცა საუდის არაბეთის, ქუვეითისა და კატარის კინოთეატრებში ფილმის ბილეთები აღარ არის ხელმისაწვდომი. აღსანიშნავია, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების კინოთეატრებში Doctor Strange 2-ის ბილეთების შეძენა ამ დრომდე შესაძლებელია.
შეგახსენებთ, რომ მარველის Eternals სპარსეთის ყურის ქვეყნებში ასევე აკრძალული იყო, რადგან ფილმში გეი პერსონაჟი პირველად გამოჩნდა და მაყურებელმა ერთი და იმავე სქესის წყვილიც იხილა. ამ ქვეყნების ცენზურა ითხოვდა, რომ ფილმის ზოგიერთი სცენა შეეცვალათ და პრემიერაზე ისე ეჩვენებინათ, თუმცა დისნეიმ ამაზე უარი განაცხადა. ამის მიუხედავად, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში Eternals-ის დამუშავებული ვერსია მაინც გაუშვეს.
Doctor Strange in the Multiverse of Madness, რომელშიც მთავარ როლს ბენედიქტ კამბერბეჩი ასრულებს, ტელეეკრანებზე 2022 წლის 4 მაისს გამოვა.