მილანის მოდის კვირეულზე Dolce & Gabbana-ს ჩვენება გაიმართა, სადაც ორმა ქართველმა მოდელმა გაიარა. თათია ახალაიამ და მატილდა გვარლიანმა კვირეულზე, ბრენდის 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის შოუ კოლექცია წარადგინეს. თათია უკვე რამდენიმე წელია მოდის ცნობილ დიზაინერებთან თანამშრომლობს, მატილდასთვის კი ეს გამოსვლა მაღალი მოდის პოდიუმზე დებიუტი იყო