ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირდაპირ არ უპასუხა კითხვას, მოხდება თუ არა 15 დეკემბრიდან ჩინეთიდან იმპორტირებულ ცალკეულ პროდუქციაზე საბაჟო ტარიფის გაზრდა.
„რაღაც შეიძლება მოხდეს“, - ასე უპასუხა მან ჟურნალისტების დასმულ კითხვას და დასძინა, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს.
როგორც ცნობილია, კვირის დასაწყისში ტელეკომპანია Fox Business-სთან ინტერვიუში ვაჭრობის მინისტრმა განაცხადა, რომ ტრამპი აპირებს ტარიფების გაზრდას ცალკეულ ჩინურ პროდუქციაზე, თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან 15 დეკემბრამდე.