ამერიკის შეერთებული შტატები ANTIFA-ს ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადებს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, ტრამპის გადაწყვეტილება ულტრა-მემარცხენე ანტი-ფაშისტური ჯგუფის წევრების ტერორისტებად გამოცხადების შესახებ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს უკავშირდება, რაშიც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ANTIFA-ს ადანაშაულებს.
ცნობისათვის, აშშ-ის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო ტალღა არ ცხრება. ზოგიერთ შტატში აქციები მომიტინგეებსა და პოლიციას შორის ძალადობრივ შეტაკებებში გადაიზარდა. საპროტესტო აქციების ტალღა 46 წლის აფროამერიკელი მამაკაცის, ჯორჯ ფლოიდის, გარდაცვალებას უკავშირდება.