ვფიქრობ, კარგი დღე იყო რუსეთისთვის, არა მგონია, რომ ჩვენ რამე მიგვეღო, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში, ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის გუშინ გამართული შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა.
ყოფილმა პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ჯო ბაიდენმა „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის პროექტის დასრულების თანხმობა გასცა. მისი თქმით, რუსეთი გერმანიისთვის გაზის მიყიდვის შედეგად მნიშვნელოვნად ისარგებლებს.
აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის პირველი შეხვედრა 16 ივნისს ჟენევაში გაიმართა.