ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფლორიდის შტატში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მხარდამჭერებთან მორიგი შეხვედრა გამართა. მან სიტყვით გამოსვლისას ტრადიციულად გააკრიტიკა მთავარი მეტოქე ჯო ბაიდენი.
„ბაიდენს სურს, რომ გააუქმოს ჩვენი სამოგზაურო აკრძალვა და გაზარდოს ლტოლვილების რიცხვი მსოფლიოში ყველაზე საშიში ქვეყნებიდან, ის კაშხლებს გაუხსნის რადიკალურ ისლამისტურ ტერორიზმს. ხომ ნახეთ სამი დღის წინ არ მოხდა - საფრანგეთში ადამიანს თავი მოჰკვეთეს და ახლაც იგივე განმეორდა. ბაიდენის გაგმის თანახმად საფრანგეთის შემზარავი თავდასხმები ჩვენს ქალაქებში გადმოინაცვლებს“, - აღნიშნა ტრამპმა. მან აქვე განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო არ აპირებს ამერიკის ხელახლა ჩაკეტვას.
„ჩვენ გვადარებდნენ ევროპას - შეხედეთ, გერმანია, საფრანგეთი, ყველა კარგად უმკლავდებაო. არა ისინი არ უმკლავდებიან კარგად. შეხედეთ რა ხდება. მათ დიდი აფეთქება აქვთ. ისინი კვლავ იკეტებიან. მე ამას არ ვეთანხმები, რადგან ჩვენ მეტად აღარასდროს ჩავიკეტებით. ჩვენ გვესმის ამ დაავადების და ღია ვართ ბიზნესებისთვის“, - განაცხადა ტრამპმა.