აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვერ ხვდება, რატომ უნდა დაიცვას აშშ-მა გერმანია რუსეთისგან.
„ფიქრობენ, რომ გერმანია, რომელიც რუსეთს ენერგორესურსებისთვის ყოველ წელს მილიარდობით აშშ დოლარს უხდის, ჩვენ უნდა დავიცვათ რუსეთისგან - რას ნიშნავს ეს?“- წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში".
მისივე თქმით, ამერიკას გერმანიიდან ჯარისკაცები იმის გამო გაჰყავს, რომ გერმანია ნატო-ს თავდაცვის ხარჯებისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტს არ იხდის.