დონალდ ტრამპი კიმ ჩენ ინთან მორიგ შეხვედრას ახლო მომავალში ელის - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს "თეთრ სახლში" გაუცხადა. ტრამპის თქმით, მან ჩრდილოეთ კორეის ლიდერისგან "დიდებული" წერილი მიიღო და მასთან შეხვედრა, შესაძლოა არც ისე შორეულ მომავალში შედგეს. მან ფხენიანთან ვაშინგტონის მოლაპარაკებებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ "რომ არა მისი ადმინისტრაცია, ახლა აზიაში მასშტაბურ ომს ექნებოდა ადგილი". თავის წინასაახალწლო მიმართვაში შეხვედრის სურვილი ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმაც გამოთქვა, თუმცა იქვე დაამატა, რომ აშშ-ის მხრიდან სანქციებისა და ზეწოლის გაგრძლების შემთხვევაში, ის "სხვა გზას" აირჩევს. შეგახსნებთ, კიმ ჩენ ინისა და დონალდ ტრამპის პირველი ისტორიული შეხვედრა ივნისში სინგაპურში შედგა. მხარეები კორეის ნახევარკუნძულის თანდათანობით დენუკლეარიზაციასა და სანქციების გაუქმებაზე შეთანხმდნენ. თუმცა, მას შემდეგ ფხენიანმა ვაშინგტონი მხარეებს შორის დადებული პირობების შეუსრულებლობაში არაერთხელ დაადანაშაულა.