აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მეუღლესთან ერთად ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში ჩავიდა. აშშ-ის 45-ე პრეზიდენტს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სახლში შეხვდება. საზეიმო ცერემონიის შემდეგ ორი ქვეყნის ლიდერები ელისეს სასახლეში გადაინაცვლებენ, სადაც პირისპირ შეხვედრას გამართავენ. საღამოს ემანუელ და ბრიჟიტ მაკრონები დონალდ და მელანია ტრამპებს ვახშამზე ეიფელის კოშკის მეორე სართულზე, "ჟიულ ვერნის" რესტორანში უმასპინძლებენ. 14 ივლისს კი, დონალდ ტრამპი საფრანგეთის ეროვნული დღესასწაულის, ბასტილიის დღის, საზეიმო ცერემონიას დაესწრება.