აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ქვეყნის მოსახლეობას აფრთხილებს, რომ წინ "მტკივნეული" და "სასტიკი" ორი კვირაა და მოუწოდებს, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში დაწესებული წესები დაიცვან.
"მინდა, ყოველი ამერიკელი მზად იყოს მომავალი მძიმე დღეებისთვის. ძალიან სასატიკი და მტკივნეული ორი კვირა გველოდება", - განაცხადა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრეს-კონფერენციაზე.
მისივე თქმით, სოციალურ დისტანცირებასთან დაკავშირებული რეგულაციების დაცვას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად.