ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განაცხადებას, რომ 1-ლი სექტემბრიდან შტატები 300 მილიარდის ჩინურ პროდუქციაზე 10%-იან საბაჟო ტარიფს აამოქმედებს, მყისიერი რეაგირება მოჰყვა აზიის წამყვან საფონდო ბირჟებზე. ჰონგ-კონგის უმსხვილეს საფონდო ბირჟაზე, სადაც აქციებით უმსხვილესი აზიური კომპანიები ვაჭრობენ, ტრამპის განცხადებას Hang Seng-ის ინდექსის 615 პუნქტით 2,23%-იანი ვარდნა მოჰყვა.
მსგავსი მსხვილი ვარდნა განიცადა იაპონიის წამყვანმა ბირჟამ. ტოკიოს საფონდო ბირჟაზე ინდექსი Nikkei, რომელიც 225 იაპონური კომპანიის კურსს ასახავს, 2,18%-ით დაეცა.