ორეგონის შტატის ქალაქ პორტლენდში დონალდ ტრამპის მხარდაჭერებსა და მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირება მოხდა. Reuters-ის ინფორმაციით, არეულობა პრეზიდენტის მომხრე მემარჯვენე აქტივისტების შეკრებას მოჰყვა. დემონსტრანტები ერთმანეთის საწინააღმდეგოდ ქვებსა და სხვადასხვა საგნებს ისროდნენ. პოლიციამ მათი დაშალა სცადა. წესრიგის დარღვევის ბრალდებით რამდენიმე აქტივისტი დააკავეს. სამართალდამცველებმა ზოგიერთ მათგანს ცივი იარაღი და ჯოხები აღმოუჩინეს. არეულობისას ოთხი ადამიანი დაშავდა.