დონალდ ტრამპმა ბაშარ ალ ასადს ცხოველი უწოდა, რომელსაც რუსეთის მხარდაჭერა აქვს. მისი თქმით, დამასკო კრემლის პოზიტიური დამოკიდებულებით სარგებლობს. აშშ-ის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ სირიაზე სამხედრო იერიში წინა ხელისუფლებასაც უნდა მიეტანა, თუმცა ამ ეტაპზე საჰაერო თავდასხმებს პენტაგონი აღარ გეგმავს. შეგახსენებთ, ვაშინგტონმა იერიშები სირიაზე მას შემდეგ განახორციელა, რაც იდლიბის მოსახლეობის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, სირიის ხელისუფლებამ ქიმიური იარაღი გამოიყენა. სისხლიან თავდასხმას 72 ადამიანი ემსხვერპლა, ასობით მოქალაქემ კი ინტოქსიკაცია მიიღო.