12:27
30 სექტემბერი, 2020, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
დონალდ ტრამპმა „დიდი შვიდიანის“ შეხვედრა გადადო
11-08-2020

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „დიდი შვიდიანის“ შეხვედრა ნოემბრამდე გადადო, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. „სამიტი სექტემბრისთვის გვქონდა დაგეგმილი, თუმცა მის არჩევნების შემდეგ ჩატარებას ვემხრობი,“- აღნიშნა ტრამპმა. მისივე თქმით, თეთრ სახლს სტუმრები ჯერჯერობით ოფიციალურად არ მიუწვევია. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ისეთი ქვეყნების მიწვევასაც აპირებს, რომლებიც „დიდი შვიდიანის“ ოფიციალური წევრები არ არიან. კითხვაზე, აპირებდა თუ არა ის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, მიწვევას, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ აპირებდა, იმიტომ, რომ „პუტინი მნიშვნელოვანი ფაქტორია.“ შეგახსენებთ, „დიდი შვიდიანის“ შეხვედრა ივნისში კემპ-დევიდში უნდა გამართულიყო, თუმცა ის კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო, თავდაპირველად შეხვედრის ვირტუალური ფორმით ჩატარება იყო დაგეგმილი, თუმცა მოგვიანებით დონალდ ტრამპმა გადაწყვეტილება შეცვალა და შეხვედრის გამართვა ჩვეულ რეჟიმში სექტემბრისთვის დააანონსა.

AutoPlay
ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 32 058 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 863 ინფიცირებული გარდაიცვალა
გამოქვეყნდა 12 წუთის წინ
სომხეთი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სამშვიდობოების განთავსების შესაძლებლობას არ განიხილავს - ნიკოლ ფაშინიანი
გამოქვეყნდა 13 წუთის წინ
ინტენსიური ბრძოლა გრძელდება, დაღუპული და დაჭრილია მტრის 2 300-მდე ჯარისკაცი - აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება
გამოქვეყნდა 14 წუთის წინ
მცხეთის რაიონულ სასამართლოში, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ე.წ. ოქროს მოწმე, გურამ ამირხანაშვილი დაიკითხება
გამოქვეყნდა 18 წუთის წინ
I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონი GDRP-ის პროგრამაში ოფიციალურად ჩაერთო
გამოქვეყნდა 19 წუთის წინ
მოსწავლეებისთვის, რომელთა მშობლებმაც სწავლის დისტანციურ რეჟიმში გაგრძელება არჩიეს, ონლაინ კლასები დაკომპლექტდება
გამოქვეყნდა 20 წუთის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები