დონალდ ტრამპმა აშშ-ს გენერალურ პროკურატურას 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის ფაქტის გამოძიების შეწყვეტისკენ მოუწოდა. ამის შესახებ პრეზიდენტმა ტვიტერზე დაწერა. მისი თქმით, ეს ქვეყნის რეპუტაციას ძლიერ ზიანს აყენებს, ის იდეა კი, რომ ტრამპის წინასსარჩვნო კამპანია რუსეთის დახმარებით ხორციელოდებოდა სრული სიცრუეა. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მისი საარჩევნო შტაბის ყოფილ ხელმძღვანელს, პოლ მანაფორტს ამერიკაში მაფიოზ ალ კაპონეზე ცუდად მოექცნენ. რუსეთთან კავშირების გამო მანაფორტი სამშაბათს სასამართლოს წინაშე წარსდა, მას ფინანსური მაქინაციებისთვის 18 ბრალდება წაუყენეს.