ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპს Huawei-სთან ბიზნესის კეთება არ სურს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.
ტრამპის განცხადებით, Huawei-სთან ბიზნესის კეთება ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. მისივე თქმით, მედიამ აღნიშნული საკითხი ცოტა განსხვავებულად უნდა გააშუქოს.
დასავლურმა მედიასაშუალებებმა ორი დღის წინ გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, აშშ-ს კომერციის დეპარტამენტი Huawei-ს „დროებით ზოგად ლიცენზიას“ 90 დღით გაუხანგრძლივებს, რაც მას მომხმარებელთა მომსახურების მიზნით ამერიკული კომპანიებისგან პროდუქციის ყიდვის საშუალებას აძლევს.