აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და „დემოკრატების“ პრეზიდენტობის კანდიდატ ჯო ბაიდენს შორის პირველი სატელევიზიო დებატები გაიმართა.
დებატების ერთ-ერთი საკითხი კორონავირუსის პანდემია იყო, რასაც საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის მწვავე კამათი მოჰყვა. ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპმა ჯერ კიდევ თებერვალში იცოდა, რა საფრთხესაც წარმოადგენდა კორონავირუსი, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია საკუთარ ხალხს დაუმალა. მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ აშშ-ში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა შემაშფოთებელია.
„პრეზიდენტს არ აქვს გეგმა. მან ყველაფერი ჯერ კიდევ თებერვალში იცოდა, იცოდა, რამდენად სერიოზული იყო. ეს არის ის კაცი, რომელიც გეუბნებოდათ, რომ აღდგომამდე ვირუსი გაქრებოდა, რომ თბილ ამინდთან ერთად ის გაქრებოდა ისე, როგორც სასწაული,“ - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.
პასუხად კი დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იმას, რაც მისმა ადმინისტრაციამ კორონავირუსის წინააღმდეგ გააკეთა, ბაიდენი და მისი გუნდი ვერასდროს შეძლებდნენ. მისივე თქმით, იმაში, რომ მისი ადმინისტრაციის მიერ კორონავირუსთან გამკლავება ნაკლებადწარმატებულად აღიქმება, პრესაა დამნაშავე.