დუბლინი მართლაც შთამბეჭდავია. ისტორიით, რომელიც აქ ვითარდებოდა, სიძველით, რომელიც აქ შენარჩუნდა და შეზარხოშებული ადამიანებით, რომლებიც აქ მრავლადაა. სწორედ ეს ჟღალთმიანი მხიარული ადამიანები სძენენ დუბლინს პროვინციული დედაქალაქის ცოტათი უხამს, მაგრამ კეთილგანწყიობილ ატმოსფეროსა და ხიბლს. პროვინციულობის შეგრძნებას ამძაფრებს ქალაქის იერსახე, სხვა ევროპული დედაქალაქებისგან განსხვავებით, დუბლინი არცთუ ისე დიდია.