დუენ ჯონსონმა საშობაოდ დედას განსაკუთრებული საჩუქარი გაუკეთა, მსახიობმა მშობელს ახალი კადილაკი აჩუქა.
"კარგი იყო. დედას სიურპიზი გავუკეთე და საშობაოდ ახალი მანქანა ვაჩუქე. შოკში იყო. მადლობელი ვარ, რომ დედისთვის მსგავსი საჩუქრის გაკეთების საშუალება მაქვს. გილოცავ შობას, დე, დატკბი შენი ახალი მანქანით. გვიყვარხარ. შენ მეტს იმსახურებ". – წერს ჯონსონი სოციალურ ქსელში.
როგორცც სჩანს მსახიობი წინასაახალწლო პერიოდში სანტას როლს კარგად ასრულებს, რადგან გვახსოვს რამდენიმე კვირის წინ მან ასევე,მისი თაყვანისმცემლებისთვის, ახალი ფილმის Red Notice უფასო ჩვენება გაიმართა. მოულოდნელად აშშ-ს საზღვაო ძალების ვეტერანი ოსკარ როდრიგესი მოიხმო და საკუთარი მანქანა აჩუქა.