Dunkin Donuts-ი სახელს იცვლის - Palitra News

Dunkin Donuts-ი სახელს იცვლის

2018-09-27 11:44:26+04:00

ამერიკული რესტორნების ქსელი Dunkin Donuts-ი სახელწოდებას იცვლის. კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მისი საფირმო პროდუქტის Donuts-ის სახელი დასახელებიდან ამოიღოს. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანიის პრესსამსახური ავრცელებს.

კომპანიაში განმარტავენ, რომ სახელწოდების ოფიციალური ცვლილება 2019 წლის იანვარში მოხდება. ამასთან, უკვე ცნობილია, რომ სახელწოდების შეცვლის შედეგად ლოგოს მცირე ცვლილებები შეეხება, თუმცა, ტრადიციული შრიფტი, ისევე როგორც ვარდისფერი და ფორთოხლის ფერები, რომელიც ბრენდის ლოგოზე 1973 წელს გამოჩნდა, უცვლელი დარჩება.

ამერიკული სარესტორნო ქსელი Dunkin Donuts-ი 1950 წელს გაიხსნა. ამ ეტაპზე მსოფლიოს 36 ქვეყანაში ბრენდის 12 ათასი რესტორანი ფუნქციონირებს. რაც შეეხება საქართველოს, აქ Dunkin Donuts-ის 19 რესტორანი ფუნქციონირებს, პირველი რესტორანი კი 2014 წელს გაიხსნა.