პოლიციის მხირდან ძალადობა და რასობრივი დისკრიმინაცია ავსტრალიაში ათასობით ადამიანმა გააპროტესტა. ამ ინფრომაციას BBC ავრცელებს. ქვეყნის მასშტაბით ყველაზე ხალხმრავალი საპროტესტო აქციები სიდნეიში, მელბრუნა და ბრისბენში გაიმართა. ამასთან, აქციას ავსტრალიის აბორიგენი მოსახლოებაც შეუერთდა. აქტივისტები აფრო-ამერიკელი ჯორჯ ფლიდის მკვლელობას აპროტედტებდნენ და აშშ-ის ხელისუფლებას დამნაშავეების დასჯისკენ მოუწოდებდნენ. მათი თქმით, რასობრივი დისკრიმინაცია და პოლიციის მხრიდან ძალადობა დაუშვებელია. აღსანიშნავია, რომ რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ საპორტესტო აქციები ავსტრალიის გარდა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში იმართება.