შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1956 წელს დაბადებული მ.კ., ოჯახში ძალადობის ბრალდებით, გარდაბნის რაიონის სოფელ ნაზარლოში დააკავეს.როგორც ”ინტერპრესნიუსს” სამინისტროდან აცნობეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ფიზიკური ძალადობა განახორციელა საკუთარ მეუღლეზე, 1972 წელს დაბადებულ ე.კ.-ზე, რომელმაც მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა.