დღეს უსამართლობის სიმბოლო არის მიხეილ სააკაშვილი, რადგან არ შეიძლება საქართველოს მესამე პრეზიდენტი ციხეში იჯდეს და მას ბიძინა ივანიშვილი ასამართლებდეს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართული მასშტაბური აქცია ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იყო.