როგორც ამბობენ, ადამიანები ორ ნაწილად - "მეკატეებად" და "მეძაღლეებად" იყოფიან, მუდმივ კონკურენციაში არიან და ერთმანეთს საკუთარი ოთხფეხა მეგობრების" სიყვარულში ეჯიბრებიან. პატრონებს არც ცხოველები ჩამორჩებიან და თუ ძაღლმა თავისი გონიერებით, ერთგულებითა და ნდობით გაითქვა სახელი, მაშინ კატა ყველაზე მოხერხებულ, თავნება და თავისუფლებისმოყვარე შინაურ ცხოველად ითვლება. თანამედროვე კატის უძველესი წინაპრი Proailurus (პროაილურუსი), რაც ბერძნულიდან თარგმანში "პირველ კატას" ნიშნავს, პლანეტაზე 30 მლნ. წლის წინ ცხოვრობდა, ეგვიპტეში კი, რომელიც სავარაუდოდ კატის სამშობლოდ ითვლება, ცხოველი პირველად ჩვენს ერამდე 900 წელს გამოჩნდა და სწორედ იქ გაჩნდა კატის პირველი ჯიში - მიუც.