საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებში, რომელიც უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დაგეგმილ გრანდ სლემზე იასოარეზებს მორიგი ცვლილებებია. ჩვენს შემადგენლობას 2 ძიუდოისტი დაემატა, რის შემდეგაც ქართველი მონაწილეების რიცხვი 13-მდე გაიზარდა, საიდანაც 10 მამაკაცია, 3 კი ქალი. ტატო გრიგალაშვილის გამოკლების შემდეგ 81 კგ-მდე წონითი კატეგორია ქართველი ძიუდოისტის გარეშე დარჩა. ახლა კი ეს დანაკლისი აღმოფხვრილია.გუნდს გიორგი შერაზადიშვილი დაემატა, რომელიც იუნიორებში მსოფლიოს ჩემპიონატის მოქმედი გამარჯვებულია, ბოლოს კი თბილისის გრანდ სლემზე გამოვიდა და მერვედფინალში წააგო. ბუდაპეშტში მიემგზავრება ნიკა ხარაზიშვილიც, რომელიც 90 კგ-ში გაცილებით გამოცდილ ბექა ღვინიაშვილს შეუწყვილდება. გასულ წელს მან იუნიორებში ევროპის ჩემპონატი მოიგო, ბოლოს კი ტატამიზე თებერვალში ვარშავაში გამართულ ევროპის ღია პირველობაზე გამოვიდა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. უნგრეთი ტურნირს 8-10 ივლისს უმასპინძლებს და იქ 59 ქვეყნის წარმომადგენელ 400-ზე მეტ ძიუდოისტს ელიან.