საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ფინეთის ქალაქ ვანტააში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 6 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა. ამის შესახებ ინფორმაციას ძიუდოს ფედერაცია ავრცელებს.ით, ვაჟთა შორის ევროპის ჩემპიონები გახდნენ: გიორგი თუთაშვილი ტატო გრიგალაშვილი ლაშა ბექაური ილია სულამანიძე და გელა ზაალიშვილი. კიდევ ერთი ოქროს მედალი საქართველოს გოგონათა ნაკრების წევრმა ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვა, რომელიც ქართული ძიუდოს ისტორიაში ახალგაზრდებს შორის პირველი ევროპის ჩემპიონი ქალი ძიუდოისტია.