სპორტსმენებს ვთავაზობ ყველა პრობლემის მოგვარებას, მათ შორის, საყოფაცხოვრებო პირობებიდან დაწყებული, დამთავრებული სავარჯიშო პირობებით, თუმცა, ისინი უარს აცხადებენ და კვლავ დავით ქევხიშვილის გადადგომას მოითხოვენ, – ამის შესახებ ძიუდოს ფედერაციის ვიცე- პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ცეზარ ჩოჩელის თქმით, თუ სპორტსმენებს რეალურად სურთ სიტუაციის გამოსწორება, საჭიროა მის შემოთავაზებებს დათანხმდნენ. ჩოჩელი აღნიშნავს, რომ მიმდინარე პროცესებში იკვეთება როგორც პიროვნული, ასევე პოლიტიკური ინტერესები.