ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ქარიშხალ "ფრედერიკეს" სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს. 6 ადამიანია დაღუპული გერმანიაში, ორი - ნიდერლანდებში, ერთი - ბელგიაში და ერთი - იტალიაში. დაშავებულია ათობით ადამიანი. ქარიშხალმა მასშტაბური სატრანსპორტო პრობლემები გამოიწვია გერმანიაში, ბელგიაში, ნიდერლანდებში, დიდ ბრიტანეთსა და იტალიაში.